ლივ ჰოსპიტალი - Liv Hospital
ულტრათანამედროვე საავადმყოფოების პირველი ფილიალი ლივ ჰოსპიტალი (LİV Hospital Ulus) 2013 წელს გაიხსნა და მალევე მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აკრედიტაცია ჯანდაცვის სფეროში – ამერიკული Joint Commission International (JCI) და ევროპული ICO სერტიფიკატი TÜV Rheinland.
Liv Hospital-ში შემდეგი სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი:
- მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა
- კარდიოლოგია და კარდიოქირურგია
- ტრანსპლანტოლოგია
- პედიატრია
- სიმსუქნის მკურნალობა
- სტომატოლოგია
- ნევროლოგია და ქირურგია
- ორთოპედია
- ონკოლოგია
- რობოტული ქირურგია
ლივ ჰოსპიტალი თურქეთში - Liv Hospital Istanbul
დღეისთვის, Liv-ის საავადმყოფოთა ქსელი 6 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, რომლებიც თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქებში, სტამბულში, ანკარში, სამსუნსა და გაზიანთეფში მდებარეობს. კლინიკები ყველა სამედიცინო მიმართულებით მუშაობს და მიღებული აქვს JCI-ს და ISO 9001-ის აკრედიტაციები, რაც ლივ ჰოსპიტალსის, როგორც საერთაშორისო დონის სამედიცინო ცენტრების სტატუსს ადასტურებს. ამასთან ლივს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიისგან Surgical Review Corporation (SRC) რობოტულ ქირურგიაში, კოლორექტალურ ქირურგიასა და ბარიატრიულ ქირურგიაში აკრედიტაცია აქვს მინიჭებული. აქ ოპერაციები ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, როგორებიცაა რობოტი-ქირურგი „და ვინჩი“, TrueBeamSTx-ის აპარატი და MAKOplasty-ს სისტემა.
სტამბულის ლივ ჰოსპიტალი (Liv Hospital Istanbul) სპეციალიზებულია ონკოლოგიაზე, ორთოპედიაზე, პლასტიკურ ქირურგიაზე, ნეიროქირურგიასა და ორგანიზმის “ჩექაფზე“.
ლივ ჰოსპიტალი თბილისი - Liv Hospital Tbilisi
ლივ კლინიკა თურქეთში (Liv Clinic Turkey) სპეციალიზებულია როგორც სხვადასხვა მეთოდით დიაგნოსტირებაზე, ასევე მთელი სხეულის სწრაფ და ხარისხიან გამოკვლევაზე და პრევენციის მიზნით შემოწმებაზე.
ლივ ჰოსპიტალის სახელი ინგლისური სიტყვით live (სიცოცხლე) არის შთაგონებული, რაც კლინიკის სიმბოლოდ იქცა. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, გამოჩენილ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალი განაპირობებს იმას, რომ ლივ ჰოსპიტალი თურქეთსა და მის ფარგელბს გარეთ, სანდოობითა და პაციენტების მაღალი მიმართვიანობით სარგებლობს.